Monday, July 11, 2016


22.06-დან 9 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ტრენინგი პროექტებით სწავლებასთან
დაკავშირებით.
 გავეცანი რა არის პროექტი და რა მიზანს ემსახურება იგი, რომ პროექტი გრძელვადიანია და ნაბიჯ-ნაბიჯ ვაღწევთ შედეგს.
  მასწავლებლის ხელმძღვანელობით მოსწავლეები სწავლობენ თემის შერჩევას, შეკითხვების დასმას, პრობლემის გამოკვეთას, აყალიბებენ ჯგუფებს, ინაწილებენ მოვალეობებს, ანხორციელებენ საჭირო აქტივობებს და ახდენენ პრეზენტაციას.
პროექტებით სწავლება დიდ შრომას მოითხოვს როგორც მასწავლებლისაგან, აგრეთვე
მოსწავლეებისაგან, მაგრამ დაძლევადია. მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული სასწავლო პროცესში,ვინაიდან მათ ცხოვრებასთან კავშირშია.ისინი უფრო ღრმად სწავლობენ ამა თუ იმ საკითხს და გააზრებულად იყენებენ ცნებებს და უნარ-ჩვევებს.
 ამ ტრენინგმა მასწავლა როგორ ვიმუშაო პროექტზე,როგორ მივცე მოსწავლეებს განმავითარებელი შეფასება და რა სახის შეფასებები შევქმნა, რომ მოსწავლეებმა მიაღწიონ დასახულ მიზნებს.
   მადლობას ვუხდი ქალბატონ ირინას საინტერესო, ნაყოფიერი და გულისხმიერი
მუშაობისათვის, რომელმაც შემასწავლა პროექტებით სწავლება, რომელსაც გამოვიყენებ
ჩემს პედაგოგიურ მუშაობაში.





Wednesday, July 6, 2016

დღეს გავეცანი, როგორ შევაფასო მოსწავლეთა სწავლა და როგორ მივცე განმავითარებელი შეფასება. რა სახის შეფასებები შევქმნა, რომ მოსწავლეებმა მიაღწიონ დასახულ მიზნებს.როგორი სამუშაოები დავგეგმო, რომ ხელი შევუწყო მოსწავლეთა
ცოდნის ამაღლებას, რომელიც დაეხმარება მათ პრობლემების დაძლევაში.



გავეცანი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომებს.ვისწავლე, როგორ უნდა შექმნას მოსწავლემ
ნაშრომი,  ჩაატაროს კვლევა და გამოუმუშავდეს მაღალი სააზროვნო უნარები როგორ გამოიყენოს ტექნოლოგიები კვლევის ცხრილის შედგენისას. ყოველივე ეს'დამეხმარება სწორად გავაკეთო ანალიზი მოსწავლეთა შეფასებისას.

Friday, July 1, 2016

ვიმსჯელეთ უკუკავშირის მეთოდებზე, რომელიც სასარგებლოა, როგორც ავტორისათვის, ისე შემფასებლისათვის . გავეცანით პროექტებს. გავითვალისწინეთ კრიტერიუმები და გავითამაშეთ უკუკავშირის სიმულაციები წყვილებში, რამაც კარგად დამანახა დადებითი და უარყოფითი მხარეები.გავეცანი საავტორო უფლებებს, რათა არ მოხდეს შემდგომში საავტორო უფლებების დარღვევა.აუცილებელია გამოყენებული
ლიტერატურის აღნიშვნას, რადგანაც ინფორმირებული იყოს ყველა ის ადამიანი, რომელიც პროექტს გაეცნობა.დავინახე საკომუნიკაციო საშუალებების მხარეც, რომელიც საშუალებას მომცემს ვითანამშრომლო კოლეგებთან .